რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„ბრავო, საქართველო!!! შენ თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგე“

    ვლადიმერ ხომერიკი, პროფესორი:
„ _  ყველაფერი კარგადაა, ძვირფასო მარკიზავ! ყველაფერი კარგადაა! ახლა კი შევეხოთ საქართველოსთვის ყველაზე სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენებს!!! ნატოს ფლოტის განთავსებას შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში!
 როგორი არაშორსმჭვრეტელნი ხართ! ნუთუ ლუგარის ლაბორატორიის გამო საქართველოში უკვე იბადებიან ტვინგამოცლილი არსებები? ალბათ, საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ თქვა უარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე (სამხრეთ ოსეთზე), წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამას არ გააკეთებდნენ. რას ვიზამთ-ამიერიდან საქართველოს ეყოლება 2 საყვარელი – ამერიკა და თურქეთი! ხოლო გრაფიკს, როდის და ვინ მოიხმარს საქართველოს, ისინი ალბათ საქართველოსთან შეუთანხმებლად დააწესებენ!  მსუბუქი ყოფაქცევის ქალს არავინ შეეკითხება, მას მხოლოდ ხმარობენ, ზოგი ფულის სანაცვლოდ, ზოგიც-შაბათობაზე! ბრავო, საქართველო!!! სამწუხაროა, რომ შენ თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგე, სიყვარული, საკუთარი ქვეყნისადმი და პატივისცემა-საკუთარი ხალხის მიმართ.
  საქართველოს ხელისუფლებავ, რატომ არ კითხულობთ საკუთარი ხალხის აზრს? ქვეყანა თქვენი საკუთრება არ გახლავთ! (ან იქნებ უკვე ყველაფერი იყიდეთ და გაყიდეთ?) რატომ იშველიებთ ნატოში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმს, რომელიც 10 წლის წინ გაიმართა სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმის დროს, რომელი სააკაშვილიც თქვენ გააძევეთ ქვეყნიდან??? თქვენი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც არ შეცვლილა-ქართველი ხალხი კვლავ მოატყუეთ და გამოდის, რომ ადგილი ჰქონდა თქვენით მიშიკოს ჩანაცვლებას,რაც ამერიკის კონტროლით განხორციელდა. წინააღმდეგ შემთხვევაში რად არ შეასრულეთ იმ ხალხისთვის მიცემული არც ერთი დაპირება, ვინც თქვენ მხარი დაგიჭირათ?
 1. აღგედგინათ კავშირები და პარტნიორობა რუსეთის ფედერაციასთან 2. ყველა დამნაშავე ციხეში ჩაგესვათ, რის ნაცვლადაც თქვენ დაიწყეთ კოჰაბიტაცია და დამნაშავეთა გადარჩენა.
 3. რად არ დაუბრუნეთ მოპარული ქონება ხალხს, რაც ძალადობით და დანაშაულებრივად წაართვეს მათ? რად არ ჩამოაწერეთ ხალხს საკრედიტო ვალები, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივად აფორმებდა რა სხვა ადამიანებზე, თავად ითვისებდა მათ? ამგვარად ადამიანებს ვალები და უბედურება რჩებოდათ!
 4. რატომ მუშაობენ სასამართლო და ხელისუფლება ძველებური სისტემით და რატომ არის სასამართლო კვლავ ხელისუფლებაზე დამოკიდებული? რად აგრძელებთ სააკაშვილის ტოტალიტარული სისტემის შესაბამისად მუშაობას?
 5. რად არ აბარებთ ანგარიშს ამომრჩევლებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ???
 6. რად არ ატარებთ რეფერენდუმს იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ხედავს საკუთარი ქვეყნის განვითარებას ხალხი?
 7. რად დაიწყეთ კონსტიტუციის ცვლა, როგორც ამას თავის დროზე მიშიკო აკეთებდა და რად ითვისებთ ძალაუფლებას მაშინ, როცა თავად შექმენით კოალიცია და ასე მოხვედით ხელისუფლებაში. ახლა კი კრძალავთ ბლოკების შექმნას და გამოდის, რომ 300 ქართული პოლიტიკური პარტია ცალ-ცალკე უნდა წავიდეს არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში თქვენი ხელისუფლება “უკვდავ კაშჩეად” ხომ არ გადაიქცევა? ამის მოტივაციად ფინანსური რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას ასახელებთ? გახსოვთ, როგორ და ვისი ფულით მოხვედით თავად ხელისუფლებაში?
 8. ახლა აპირებთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებას ეხება. რატომ??? რადგან გეშინიათ სახალხო არჩევანის, ან იმის, რომ ხალხი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე არჩევნებზე ხმას აღარ მისცემს “ხათრის გულისთვის” და “შანტაჟური განცხადებით” იმ მარიონეტს, რომელიც შემდგომში პლასტელინიდან ვაზელინად გადაიქცევა და ყველა ხვრელში პატრონის ნებართვის გარეშე შეძვრება.
 რა თქმა უნდა, თქვენს მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა, მაგრამ ჯერ ამ შეკითხვებს უპასუხეთ. პირველ რიგში კი, უპასუხეთ კითხვას რეფერენდუმის შესახებ და თუ რატომ არ ასრულებთ თქვენს წინასააღჩევნო დაპირებებს ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესაბამისად. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია გააჩნია. რატომ ხსნით კიდევ ნატოს (ამერიკის) ბაზას ანაკლიაში, რად ატყუებდით ხალხს და რა წაართვით ჩინეთს პროექტი, რომლის მიხედვითაც ის აპირებდა აეშენებინა რეალურად სავაჭრო პორტი, რომელიც დატვირთული იქნებოდა და გაიხსნებოდა სამუშაო ადგილები.. ამის ნაცვლად იგი ამერიკას გადაეცით, ამერიკული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის მშენებლობისთვის. რატომ არ განალაგებთ ამ ბაზას ბათუმში. აჭარას მაინც დაიცავდა თურქეთისგან, რომელიც თურქეთის ისედაც თურქულ მიწად არის დატანილი და თურქეთი ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვას ელოდება. ან იქნებ, უკვე გადაწყვეტილია, რომ აჭარას თურქეთს უთმობთ?
 გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყველა ჩემი ნააზრევი საქართველოს კეთილდღეობისკენ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და თურქეთის მიერ აჭარის დაპყრობის ასარიდებლად არის მიმართული. თქვენი საგარეო პოლიტიკა არ პასუხობს არც ჩემს და არც საქართველოს მოსახლეობის 80 %-ის მოსაზრებებს! პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი“
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close