რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ალეკო ელისაშვილი ნარმანიას: ეს კაცი არის ბრიყვი და თანამდებობისთვის შეუფერებელი

„პირადი სიძულვილი კი არ მაკავშირებს ნარმანიასთან, ეს კაცი არის ბრიყვი და თანამდებობისთვის შეუფერებელი. პირველი რაც უნდა გაკეთდეს – ქონება დროზე უნდა გამოიტანო და ეს ხალხი  უნდა დაამშვიდო, რაც გადარჩა ის დროზე ამ ხალხის  თანდასწრებით უნდა გამოიტანო.

მეორე, ბანკებთან სასწრაფოდ მერია და სახელმწიფო უნდა ჩადგეს მომლაპარაკებლად, რომ კრედიტებზე პრობლემები არ შეექმნათ. ალტერნატიული ფართი მოიძებნოს და შენობის მდგომარეობა უნდა გაირკვეს, რომ თავზე არ დაემხოს ხალხს. ამის მაგივრად, მოვიდა დააღო პირი და წავიდა, რომ ადმინისტრაციის ბრალიაო“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრში ღამის 3 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას უცებ მოედო და ის მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close