კატეგორიის გარეშესაზოგადოება
,,ჩამოვაკითხე ჩემ სახლს ვაშინგტონში- იხარე ჭერო, მოკვდი მტერო…”
რა ამბავს უკავშირდება შალვა ნათელაშვილის ფეისბუქხუმრობა
,,ჩამოვაკითხე ჩემს სახლს ვაშინგტონშიიხარე ჭერო, მოკვდი მტერო” _ ეს სახუმარო პოსტი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
მოგეხსენებათ, ლეიბორისტების ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანი ვიზიტით იმყოფება და კონგრესმენებს ხვდება. საუბრის თემა, ცხადია, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობაა.
აგრეთვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის უკან, როდესაც ნათელაშვილი მორიგი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში, ერთ-ერთ უბანში, მან ფოტო გადაიღო. გარკვეულმა პირებმა კი საქართველოში გაავრცელეს ჭორი, თითქოს ფოტოზე აღბეჭდილი სახლი მის საკუთრებას წარმოადგენდა. მთავარი ლეიბორისტის ფეისბუქხუმრობა ამ ამბავს უკავშირდება.