რედაქტორის გვერდისაზოგადოება

euronews.ge და qronika.ge 18 მაისს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ

,,კასპერსკის ლაბორატორია” მხარს უჭერს კიბერუსაფრთხოების იდეას. 18 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სკვერში, 13: 00 საათზე კომპანია ,,კასპერკის ლაბორატორიის” წარმომადგენლობა საქართველოში ეპატიჟება დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს. მათ თვრამეტი მაისიდან თვრამეტი ივნისის ჩათვლით შეეძლებათ ფოტოგადაღებების წარმოება სამგანზომილებიან ბანერთან, სახელწოდებით – ,,დავიცვათ სამყარო”. კომპანია ეპატიჟება მათ, ვისაც სურვილი აქვთ, აღნიშნული ილუსტრაციის ფონზე ორიგინალური სურათები გადაიღონ.

(“Kaspersky Lab”) არის საერთაშორისო ლიდერი კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროში და თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს პროექტს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. წელს, პირველად საქართველოში, დაიდგა სამგანზომილებიანი (3D) ბანერი, რომელზეც ციფრული სამყაროს საფრთხეებია სიმბოლიზირებული.

კიბერთავდაცვის საკითხებისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, როგორც კავკასიის რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. ინტერნეტ სივრცეში მოქმედი კიბერდამნაშავეები განუზომელ ფინანსურ და მორალურ ზიანს აყენებენ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ,,კასპერსკის ლაბორატორია,, კი კიბერუსაფრთხოების ავანგარდშია.

18 მაისს, 1 საათზე ,,ევრონიუს ჰოლდინგი” საკუთარ ვებგვერდებზე: qronika.ge და euronews.ge  შემოგთავაზებთ პირდაპირ რეპორტაჟს ზემოთაღნიშნული ღონისძიებიდან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close