კატეგორიის გარეშესაზოგადოება

,,რადგან ყველა შემთხვევაში უნდა მაგინონ, არ ვიტყვი, ვის ვაძლევ არჩევნებში ხმას”

,,ერთი მხარე მოყოყმანე ხალხს ეუბნება, მე თუ არ დამიჭერ მხარს, მაშინ შენი დედა მოვ@@ანო და მეორე მხარე კი ეუბნება, თუ მე არ მიჭერ მხარს, მაშინ შენს დედას შევ@@იო"

ესე იგი რა სიტუაციაა ახლა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადამწყვეტია ე. წ., ჩამოუყალიბებელი და მოყოყმანე ამომრჩეველთა ხმები. მხოლოდ მათი ხმები, ვისთვისაც ნაცმოძრაობის ოპოლიდერობის დადასტურება ხუთიანის შემოხაზვით როგორც მინიმუმ ასატანია ან იმდენად აუტანელია რომ ორმოცდაერთის შემოხაზვა ურჩევნია საკუთარი თუ სხვისი პასტით, არცერთი მხარის გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. პირველი ტურის შედეგების მიხედვით ეს სრულიად ელემენტარული არითმეტიკაა.
როგორ უნდა იქცეოდნენ ასეთ სიტუაციაში დაპირისპირებული მხარეები? ცხადია, ორივე მხარე უნდა ცდილობდეს ამ ტიპის ამომრჩევლის თავის მხარეზე გადაყვანას და იმ ნეგატიური ემოციების განეიტრალებას, რის გამოც მისი მხარდაჭერისგან ეს ხალხი თავს იკავებს.
და რა ხდება რეალურად? ერთი მხარე ასეთ ხალხს ეუბნება, მე თუ არ დამიჭერ მხარს, მაშინ შენი დედა მოვტყანო და მეორე მხარე კი ეუბნება, თუ მე არ მიჭერ მხარს, მაშინ შენს დედას შევეციო.
ჰოდა, რა ვი აბა, ნორმალურია ვითომ ეს?
P. S. მე ვის ვაძლევ ხმას, ამის გამოცნობას ტყუილად ნუ შეეცდებით, რადგან გინდა ვთქვა გინდა არა, ვიღაც მაინც მაგინებს და რახან ყველა შემთხვევაში უნდა მაგინონ, ბარემ არ გეტყვით.
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close