რედაქტორის გვერდისაზოგადოება

მეტრო „რუსთაველში“ ვიღაცამ მოისაქმა… _ გამოდი, გიცანით!

ქალაქში ბიოტუალეტები რომ საჭიროა, ამაში ქალაქის მერი, დავით ნარმანია, ალბათ, უკეთ დარწმუნდება, როცა რუსთაველზე გადაღებულ ფოტოს ნახავს. მასზე კარგად ჩანს მეტროსადგურის მიმდებარედ ჩაცუცქული მამაკაცი, რომელმაც იქვე მოისაქმა. ( აბა რა ექნა, იქნებ როგორ უჭირდა, ქალაქში კი ტუალეტები არაა, ნარმანიას „წყალობით“!). ეს ფოტო mpress-მა გამოაქვეყნა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის, სავარაუდოდ აღებული დაგვხვდა.

ჟურნალისტ ზაზა სვანაძის გვერდზე ამ სააგენტოს სტატია „გამოშიგნული„ ვიხილეთ, თუმცა ზაზას ერთ-ერთ ფრენდთან გამართულმა ცხარე კამათმა ჩვენი ყურადღება მიიქცია. მას უცვლელად გთავაზობთ:

ეკა სრესელი _ სავარაუდოდ, თბილისის მერიის თანამშრომელი: სხვათაშორის, იყო იდეა, დადგმულიყო უფასო ტუალეტები თავშეყრის ადგილებზე, მაგრამ საზოგადოებამ არ დაუჭირა მხარი, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.

 ზაზა სვანაძე: ამაზეა არ გამიკეთებია აქცენტი, პოლიციას ეძინა?

ეკა სრესელი: და რა ექნა ზაზა პოლიციას? :)))))) ვიღაც ბომჟი იქნებოდა.. აბა ნორმალური ადამიანი ამას როგორ იკადრებს.
ზაზა სვანაძე: ქუჩის ტუალეტები საჭიროა და ხალხს კი არ უნდა ჰკითხოთ, რაც მთავრობამ და ქალაქის თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს? უნდა გააკეთოთ!
   ხალხს უნდა ჰკითხოთ იმ შემთხვევაში, თუ მათი საცხოვრებელი სახლებიდან ახლო დისტანციაზე აპირებთ ( დაახლოებით 50 მეტრში ) ასეთი ტუალეტების დადგმას. იმის იქეთ პრივატული სივრცე აღარააა-რუსთაველის მეტროსთან, 50 მეტრის რადიუსში, დასახლებული პუნქტი არააა!
  ეკა სრესელი: ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს და აბა ვის უნდა ჰკითხონ? ჩავარდა ეგ პროექტი.
მიწისქვეშა გადასასვლელები ხო საერთოდ საშინელი სიტუაცია….
ზაზა სვანაძე: ვინ ჩააგდო ერთი მაცოდინა, ამ ფოტოს დავუდებ ვოლზე – არ გამიჭირდება კი იცი ეკა.
ნუ, ამ ფოტოს შესაბამის აღწერასაც დავურთავ.

 ეკა სრესელი: ამას, ზაზა 1 და 2 არ წყვეტს… კომისაზე გადის და მერე ხდება განხილვა სხვა უფრო პირორიტეტული რაღაცეები დააფინანსეს :)))))))) მაგალითად მოქცევის წესები:))))))))))))

 ზაზა სვანაძე: ამაშია საქმე! ასეთი პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს ხოლმე თავს სახალხო დღესასწაულებზე, მაგ თბილისობას. – ასეთი პრობლემებით უნდა დაინტერესდნენ ჩინოვნიკები!
 ეკა სრესელი: დღესასწაულები არაფერ კავშირშია, ევროპა თუ გვინდა, ყველა ნორმალურ ქალაქშია მოწესრიგებული ტუალეტები თავშეყრის ადგილებში…
 ზაზა სვანაძე: სხვათაშორის, მეტრო ისანთან დგას ე.ქ. ქუჩის ტუალეტები და ძალიანაც სუფთად აქვს იმ ქალს ვინც მუშაობს, ხო არ გგონია სუნმა შეგაწუხოს? ამას წინათ მეგობარს ველოდებოდი და სპეციალურად ახლოს დავდექი ამ პლასტმასის საპირფარეშოსთან, თუმცა არ შევუწუხებივარ სპეციფიურ სუნს ეკა. აქ თუ გაამართლა, ცენტრში რატო ვერ მოუვლიან? აბა, ის იყო კაი, ეზოებში რო ფსავდნენ ამხელა კაცები?“
   ამ საუბრის გაცნობის შემდეგ, მგონი გასაგებია თუ რატომ არ ხდება ბიოტუალეტების განთავსება დედაქალაქში. ამ საუბარს საკუთარ კომენტარებს აღარ მოვაყოლებ. მხოლოდ ერთს ვეტყვი ხალხის სახელს ამოფარებულ ადამიანებს: გამოდით, გიცანით!
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close