პოლიტიკარედაქტორის გვერდი

ლექსო კობაიძე: უნდათ, მსგავსი კვლევებით რეიტინგი მოუმატონ ნულ პროცენტიან პრეზიდენტს

  ლექსო კობაიძე –„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე: 

 
  _ Iri-ის კვლვის თანახმად ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია ოპოზიციონერი პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი უფლებები თითქმის არ გააჩნია. სამარცხვინოა მსგავსი აზრის თავს მოხვევა და მიმაჩნია, რომ უნდათ მსგავსი კვლევებით რეიტინგი მოუმატონ ფაქტიურად ნულ პროცენტიან პრეზიდენტს (მოგეხსენებათ საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა და არა მარგველაშვილმა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ მარგველაშვილს არ აირჩევდნენ, იგი საერთოდ წავიდოდა პოლიტიკიდან. ამის საპირწონედ მისცა ხმა ხალხმა მარგველაშვილს). ახლა რომ შექმნის გაერთიანებას მარგველაშვილი უსუფაშვილთან და სხვებთან ერთად, ხალხი დაინახავს მის რეალურ რეიტინგს არჩევნებზე.

   საზოგადოება დაიღალა ჭაობში ჩაძირული პოლიტიკოსების ,,იდეებით” და თამაშით. ხალხი ახლის მოლოდინშია. ჩვენს პარტიას მოლაპარაკებები აქვს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და იმედი გვაქვს, რომ მალე, ყველა დაინახავს ვის რა რეიტინგი აქვს… 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close