საზოგადოება

CCBE-მ წლის ერთადერთ საპატიო უფლებადამცველ ადვოკატად ზაზა ხატიაშვილი დაასახელა

,,ძვირფასო ადვოკატებო, გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – ამ წუთებში CCBE-ის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, CCBE-ის ადამიანის უფლებათა ძალზე საპატიო ჯილდოს 2017 წლის მფლობელად დაასახელა ზაზა ხატიაშვილი, ესაა ჩვენი ადვოკატთა ასოციაციის და პირადად ზაზას წარმოუდგენელი გამარჯვება” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი.

როგორც ცნობილია,  ევროპის ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს ერთ მილიონზე მეტ ადვოკატს. ის წელიწადში ერთხელ ასახელებს  ადამიანის უფლებადამცველ ერთ ადვოკატს. ზაზა ხატიაშვილის გამორჩევა ერთ მილიონ ადვოკატს შორის, არის უდიდესი ჯილდო, რომელიც საქართველოში აქამდე არავის მიუღია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close