კატეგორიის გარეშესამართალი და კრიმინალი

“ბირჟა მაფიის” წევრები, შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ

ბირჟა მაფიის” წევრები, შესაძლოა, წინასწარი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლონ. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

გუშინ მუსიკოსი გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი დაკითხეს.
პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის “ბირჟა მაფიას” წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურა დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.
რეპერებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close