საზოგადოება

წყნეთი-ახალდაბის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს

წყნეთი-ახალდაბის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

როგორც საზოგადოებრივს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა, გზაზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

„მოძრაობა აღდგენილია, მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

იმ შემთხვევაში, თუ უხვი ნალექი ისევ მოვიდა, გზა დროებით გადაიკეტება“,- განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

როგორც გეოლოგი ამბობს, ძლიერი წვიმის შემთხვევაში არ არის გამორიცხული  მეწყრული პროცესი ისევ გააქტიურდეს.

წყნეთი-ახალდაბის გზაზე ავტომობილების მოძრაობა 10 ივნისს, ძლიერი წვიმის შემდეგ აიკრძალა

გზებზე ნაშალი მასა ჩამოწვა, რაც გაწმენდით სამუშაოებს საჭიროებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები და მუშაობდნენ სპეციალური სამსახურები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close