საინტერესო

66 წლის ბარბარას შეყვარებულმა ხელი ასჯერ სთხოვა

68 წლის ბრიტანელმა მამაკაცმა, ტონი შირსმა შეყვარებულს ასზე მეტჯერ სთხოვა ხელი, თუმცა ყოველ ჯერზე უარს იღებდა.

ბარბარა პეპერმა მას თანხმობა მხოლოდ მაშინ განუცხადა, როდესაც საავადმყოფოში საშიში დაავადების დიაგნოზით მოხვდა.

როგორც Daily Mail-ი წერს, ტონიმ და ბარბარამ ერთმანეთი 20 წლის წინ გაიცნეს და რომანიც მალევე დაიწყო.

ურთიერთობის დაწყებიდან მალევე ტონიმ რჩეულს ხელი სთხოვა, თუმცა მისგან უარი მიიღო. მაგრამ მათი ურთიერთობა ამით არ დასრულებულა.

” უარს ვეუბნებოდი არა იმიტომ, რომ არ მიყვარდა, არამედ ეჭვი მეპარებოდა, რამდენად ღირდა დაშორების შემდეგ, კიდევ ერთხელ გათხოვება” – ამბობს 66 წლის ბარბარა.

2 კვირის წინ ბარბარა პნევმონიის მძიმე ფორმით საავადმყოფოში მოათავსეს. რთული ოპერაციის შემდეგ, ტონი ოთახში დახვდა და ხელი კიდევ ერთხელ სთხოვა. ამჯერად ბარბარა მას ცოლობაზე დათანხმდა.

“ვერ ვიჯერებდი, რომ დამთანხმდა. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ხელი 100-ზე მეტჯერ ვთხოვე” – ამბობს ტონი, ბარბარას თქმით კი, ის ტონის წინადადებას დიდი ხნის წინ უნდა დათანხმებოდა, მაგრამ მისი მუდმივი უარი ურთიერთობას ახალისებდა, ახლა კი ამისთვის შესაფერისი დრო დადგა.

ოპერაციიდან რამდენიმე დღეში წყვილმა ხელი საავადმყოფოში მოაწერა.

 

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close