სამართალი და კრიმინალი

“6 მილიონი ლარის პრემია-დანამატები მხოლოდ ბოლო 4 თვეში დარიგდა”

6 მილიონი ლარის პრემია-დანამატები მხოლოდ ბოლო 4 თვეში დარიგდა. ქვეყნის მოსახლეობის ფული 9 სამინსიტროს და 11 სიპის მოხელეებმა მიიღეს, ოფიციალურ საჯარო ინფორმაციას ორგანიზაცია ”მედიატორი” ასაჯაროებს.

ყველაზე მეტი პრემია-დანამატი მიხეილ ჯანელიძის უწყებამ დაარიგა – თითქმის 800 ათასი ლარი. ამავე პერიოდში პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე ნახევარი მილიონი გასცა კულტურის სამინისტრომ. სამინისტროების მსგავსად, არანაკლები პრემია და სახელფასო დანამატი რიგდება მათზე დაქვემდებარებულ სიპებში.

პრემიების გაცემა 2014 წლის მთავრობის დადგენილებით შეიზღუდა. სანაცვლოდ უწყებებმა სახელფასო დანამატების სიხშირე და რაოდენობა გაზარდეს. დანამატების დარიგებას კი ეროვნული კანონმდებლობა საერთოდ არ არეგულირებს. ამის გამო, გაუგებარი მიზეზითა და მიზნით გაცემული დანამატი, ბოლო წლებია აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი მთავრი შენიშვნაა.

საჯაროდ დათვლილი მილიონების გარდა, ბიუჯეტიდან დახარჯული ბონუსების ზუსტი რაოდენობა საზოგადოებისთვის წლიდან წლამდე უცნობი რჩება. სახელმწიფო უწყებების ნაწილი ამ ინფორმაციას კონფიდენციალურად ტოვებს და მოსახლეობის დახარჯული თანხის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.

რუსთავი 2

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close