სამართალი და კრიმინალი

მამა გიორგი საპატრიარქოსა და ბათუმი-ლაზეთის ეპარქიისგან განმარტებებს ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოსა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან განმარტებებს ითხოვს. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მია ზოიძემ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზი უახლოეს პერიოდში როგორც საპატრიარქოს, ასევე ეპარქიას წერილობით მიმართავს და მოითხოვს განმარტებებს მისთვის სასჯელის დადებებთან დაკავშირებით.

“მამა გიორგი ითხოვს განმარტებებს საპატრიარქოდან, საიდან გამომდინარეობდა პირველ რიგში მეუფე იაკობის მიერ სასჯელის დადება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან კი აინტერესებს, რატომ დაედო ორი სასჯელი, ვინაიდან როგორც მამაომ მითხრა კანონიკური სამართლით არ შეიძლება სასულიერო პირს ორი სასჯელი დააკისროს, მამა გიორგის კი შეუჩერდა მღვდელმსახურება და ასევე უარი ეთქვა ზიარების უფლებაზე”, – განაცხადა მია ზოიძემ და აქვე დასძინა, რომ დეკანოზს მხოლოდ მღვდელმსახურება შეუჩერდა სასამართლო განხილვების დასრულებამდე და დეკანოზის სტატუსი არ ჩამორთმევია.

“მამა გიორგი ასევე მოხარულია, რომ მეუფე იაკობის არასამართლიან სასჯელზე რეაგირება მოხდა მისი ეპარქიის მხრიდან”, – აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close