ჯანდაცვა

,,3 365 აცრილიდან სერიოზული გვერდითი მოქმედება-ანაფილაქსიური რეაქცია, მხოლოდ ოთხს ჰქონდა”

ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი ახალციხის ფაქტთან დაკავშირებით

ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა:

,,ეს არის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია- გართულება ვაქცინაციის პროცესის. ნებისმიერი წამალი და ვაქცინა არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან. ზოგადად, ვაქცინებზე არსებობს მსუბუქი მოქმედებები და სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად, ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-30 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქციაც. იმ ვაქცინებზე, რომლებსაც იყენებს კაცობრიობა ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქციები ხდება დაახლოებით მილიონზე ერთი. გააჩნია, ზოგიერთზე შეიძლება იყოს მეტიც. ანაფილაქსიური რეაქციაც შეიძლება წავიდეს მსუბუქად, მძიმედ და შეიძლება, დასრულდეს ფატალურადაც. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება გახლავთ ანაფილაქსიური შოკი. დღევანდელ პირობებში, როცა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, რუტინული ვაქცინებისგან განსხვავებით, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები. სამი დღეა მიმდინარეობს აცრა საქართველოში და როცა იცრებიან ადამიანები, მათ აძლევენ ბარათს, რომელსაც უკანა მხრიდან აწერია, რა არის ძალიან ხშირი, ხშირი და ნაკლებად ხშირი მოვლენა. ასევე არსებობს სპეციალური გამოკითხვა აცრის პროცესამდე და აძლევენ ბარათს რომლითაც, ამცრელი ბრიგადა ხელმძღვანელობს- ისეთ კითხვებს უსვამს ასაცრელს, რომლითაც უნდა გამოავლინოს, მომატებული რისკი მწვავე ალერგიულ რეაქციაზე. ანუ ამ ბარათით ხდება გამოკითხვა.

კორონავირუსის ვაქცინები სხვა ვაქცინებისგან განსხვავდება ხშირი რეაქციებით, რომლებიც ვლინდება ტემპერატურით, სახსრებისა და კუნთების ტკივილით და ა.შ. ასეთი გამოვლინებები არის 10-დან 50-მდე და ზოგჯერ მეტ პროცენტშიც. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია. ამიტომ ეს ყველაფერი აღინუსხება ქვეყანაში შესაბამისი სისტემით, რომელსაც ქვია იმუნიზაციის შემდგომი რეაქციების კომიტეტი და ეს კომიტეტი ამას აღნუსხავს. 3365 აცრაა დღეისათვის ჩატარებული და სერიოზული ასეთი შემთხვეა, რომელზეც შეტყობინება შემოვიდა, იყო მხოლოდ 4, მეტი არა”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close