საზოგადოება

,,3 დღეა დავიწყებას ვცდილობ „მაჭახელას“ აჭარულის. რამ შემიყვანა, დამგმეთ…”

ესმა კუნჭულია, ჟურნალისტი:

არადა, ცნობილი რესტორნებია.

არ ხდება ეს ყველგან არა! ვაი-პატრიოტიზმს სჯობს, თვალები გავუსწოროთ სიმართლეს! ამ კატასტროფის უკან დგას – უსინდისობა, გულგრილობა, გასტრონომიული ტურიზმის უპატივცემულობა და ქვეყნის აბუჩად აგდება. არ უნდა ახლა ამას დაცვა, ოოო, ყველგან ხდებაო… „ყველგანაც“ ვარ ნაყოფი და ის, რაც განსაკუთრებით ბოლო დროს ქართულ რესტორნებში ჩემი თვალით მინახავს, ყველა საზღვრებს სცდება. ვაკეშიც მისახურია რამდენიმე რესტორანი; 3 დღეა დავიწყებას ვცდილობ „მაჭახელას“ აჭარულის; რამ შემიყვანა, დამგმეთ;

თუ საფუძვლიანად ვიმსჯელებთ – ამ კოშმარს ობიექტური მიზეზი აქვს: კაპიკებზე მომუშავე პერსონალი და ჯიპიანი მფლობელები.

მე მინახავს, მოწმე ვარ, როგორ იყვანენ მზარეულებს; და ვიდრე ეს ბინარიზმი – ჯიპიანი მეპატრონე და საწყალი მზარეული იარსებებს, იარსებებს უხარისხობაც; ამიტომ გამოირჩევა მაღალი დონით საავტორო რესტორნები! და ამის დროც მოვა!

მანამდე კი, უსაფრთხოება მინდაა.

პ.ს. რაც მახარებს ისაა, რომ სააგენტო გააქტიურებულა და თუ ასე გაგრძელდება, გვეშველება აუცილებლად რამე!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close