საზოგადოება

2017 წლის 09 დეკემბრის არჩევნების დროს დაფიქსირებული ინციდენტები განსახილველად ეთიკის კომისიას გადაეცა

მიმდინარე წლის 31 იანვრის სხდომაზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ იმსჯელა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის – ზაზა ხატიაშვილის განცხადების თაობაზე, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციას მიმართა თხოვნით, რომ შესწავლილიყო 2017 წლის 09 დეკემბრის არჩევნების დროს დაფიქსირებული ყველა ექსცესი, დარღვევა თუ პროვოკაცია. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო მიიჩნევს, რომ მიუხედავად პროცესის გამჭვირვალობისა და არჩევნების ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხისა, ასოციაციის კეთილი სახელის, რეპუტაციის და საქმიანობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, აუცილებლია ყველა ინციდენტის მიუკერძოებლად გამოკვლევა და მათზე ადეკვატური რეაგირება. შესაბამისად, აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზაზა ხატიაშვილის განცხადება 09.12.2017 წლის არჩევნებზე გამოვლენილი ინციდენტების გამორკვევის შესახებ შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close