საზოგადოება

2016 წელს ცხინვალის მიმართულებით 134 ადამიანი გაიტაცეს, აფხაზეთის მიმართულებით -193

2016 წელს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 134 ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან ამ დროისთვის ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაში იმყოფება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, ამ შემტხვევაში სუს-მა 193 უკანონო დაკავება დაარეგისტრირა. უწყების ცნობით, 2016 წელს 1591-ჯერ „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა. ანგარიშის მოსმენა იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში 10:00 საათიდან მიმდინარეობს და დოკუმენტს კომიტეტის წევრებს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე წარუდგენს.
 
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close