საზოგადოება

19 წლის შვილიშვილის მიერ ბაბუის შემზარავი მკვლელობის ახალი დეტლები

საზარელი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. გამოძიების ინფორმაციით, 77 წლის ბაბუა 19 წლის მარიამ კუპრეიშვილმა, თანაკურსელ გიორგი გვარამიას დახმარებით, მოკლა. დღეს, 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. პროკურატურამ ორივე მათგანის მიმართ პატიმრობა ითხოვა. ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს. – დუმილის უფლებას იყენებს, საქმის მასალები სულ ახლახან გადაეცა სახაზინო ადვოკატს. როგორც ვიცი, კუპრეიშვილი და გვარამია არიან კურსელები, შვილიშვილი მივიდა პაპასთან და მიიყვანა მეგობარი. ბრალდების დადგენილებაში მოტივი არ წერია, – განაცხადა გვარამიას ადვოკატმა ბონდო ბათიაშვილმა. მარიამ კუპრეიშვილის ადვოკატ გიორგი ბერიძეს სასამართლო სხდომის დაწყებამდე ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, კუპრეიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. 77 წლის მამაკაცი თბილისში 9 აპრილს ცივი იარაღით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ცეცხლი გააჩინეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა მკვლელობის ადგილიდან 300 ლარი და ძვირფასეულობა წაიღეს. მკვლელობის გახსნის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა დანაშაული ანგარების მოტივით ჩაიდინეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოლექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 77 წლის ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილსა და მის მეგობარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მკვლელობის საქმის პროკურორი ინა გუგუშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოხუცი ანგარების მიზნით მოკლეს, რადგან 200 ათასი დოლარი ეგულებოდათ, რომელიც ერთ-ერთი მათგანის სწავლის გადასახდელად სურდათ, თუმცა სახლიდან მხოლოდ 335 ლარია წაღებული. ბრალდების მხარის ერთ-ერთ მტკიცებულებას კი წერილი წარმოადგენს, რომელიც, პროკურორის თქმით, ბრალდებულის მიერ არის დაწერილი. პროკურორმა წერილის შინაარსი დღეს არ გაასაჯაროვა.

წყარო: newposts.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close