საინტერესო

18 ივლისამდე ტემპერატურა მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 18 ივლისამდე ტემპერატურა 36-38 გრადუსამდე აიწევს.

დღეს საღამოს თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხვალ ტემპერატურა 31-33 გრადუსამდე, 17-18 ივლისს კი 35 გრადუსამდე მოიმატოს.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ტემპერატურა 30-დან 35 გრადუსი იქნება.

17 ივლისს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. 18 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close