სამართალი და კრიმინალი

,,18 წლის ბავშვს მძინარეს ესროლეს”

თელავის პროკურატურაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ სოფელ დუისში მომხდარი სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. მათ გამოძიებას სპეცოპერაციის დროს საკუთარი თვალით ნანახის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
“მძინარეს ესროლეს. კარები შეანგრიეს, არც შესულან, გარედან ესროლეს თავში. სიმართლეს ვითხოვ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც ამაში ჩარეულია, ყველას დასჯას ვითხოვ,” – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გადაცდომებზე საუბრობს მაჩალიკაშვილის ადვოკატიც. ცირა ჯავახიშვილი დღეს საგამოძიებო უწყებიდან საქმის მასალების გამოთხოვას აპირებს.
„მოვითხოვ, რომ გამაცნონ ყველა იმ საქმის მასალებს, რის საფუძველზეც სამართალწარმოების ორგანო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რატომღაც ამ ოჯახში უნდა შესულიყო და 18 წლის ბავშვისთვის ფაქტობრივად საწოლში ესროლა. არავითარი შეხება არ ქონია მათთან, ვისზეც ტელევიზიით ითქვა. არავინ არ თქვას, რომ ის ბავშვი ან ფეხზე წამოდგა ან ლიმონკის გახსნას აპირებდა. იმიტომ, რომ ტყუილია, საწოლის თავზე ნატყვიარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი იწვა საწოლში,“ – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, აჩალიკაშვილი ხელყუმბარის გახსნას აპირებდა. რა დროსაც სპეცრაზმის მიერ გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა. ოჯახი კი ირწმუნება, რომ სპეცრაზმმა ახალგაზრდას მძინარეს ესროლა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close