სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
.
Boeing 737-800, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ამბები.ჯი