საზოგადოება
15 წლის ნინო ჯარიაშვილი სახლიდან 19 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა
კიდევ ერთი დაკარგული არასრულწლოვანი – 15 წლის ნინო ჯარიაშვილი სახლიდან 19 ივლისს დილის საათებში გავიდა და აღარ დაბრუნებულა. არასრულწლოვანი თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე დედასთან ერთად ცხოვრობდა.
როგორც არასრულწლოვნის მამა, გუგა ჯარიაშვილი “რუსთავი 2-თან” საუბარში ჰყვება, 15 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მან პოლიციას უკვე აცნობა.
მოზარდის მამამ “რუსთავი 2-ს” არასრულწლოვნის ფოტოს გამოქვეყნების უფლება მისცა.