საზოგადოება

,,13 წელი ვიბრძოლეთ, დამნაშავე პატრულის თანამშრომლები და გამომძიებელი რომ დაეკავებინათ”

ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი, ადვოკატი:

_ შეიქმნა პრეცედენტი კოლეგებო! 13 წლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს გიორგი მიქიაშვილის მწამებელი ორი საპატრულო პოლიციის ოფიცერი და საქმის გამომძიებელი. კოლეგებო! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
2005 წლის 29 ოქტომბერს სააკაშვილის რეჟიმი მძვინვარებდა, საპატრულო პოლიციით ამაყობდა რეჟიმი. მეხის გავარდნას ჰგავდა ჩემი განცხადება, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აწამეს გიორგი მიქიაშვილი (ცნობილი ჟურნალისტის და საზოგადო მოღვაწის, ნინო მიქიაშვილის ძმა). ნაწამები გიორგი მიქიაშვილი „დემოკრატიის შუქურას“ სახელმწიფოში დაიჭირეს და დააბრალეს პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. „კუბლაშვილების“, „მურუსიძეების“, ცერცვაძეების და „ჩინჩალაძეების“ სასამართლომ გიორგი მიქიაშვილი 2 წელი ციხეში გამოკეტა. საზოგადოების უმრავლესობა იყო ჩვენს წინააღმდეგ, არავინ გვიჯერებდა ერთეულების გარდა. ერთადერთი ადამიანი,  ვინც რეალურად დაგვეხმარა იყო ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი, რომელმაც გასცა დასკვნა გიორიგი მიქიაშვლის წამებაზე. ჩვენ წავედით სტრასბურგში. 2012 წლის 9 ოქტომბერს მოვიგე სასამართლო პროცესი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. სამ ეპიზოდზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა (წამება, არაჰუმანური- არაადამიანური მოპყრობა). 13 წელი მოვუნდით ბრძოლას, რომ დამნაშავე პატრულის თანამშრომლები და გამომიძიებლი დაეკავებინათ. დღეს,სამივე მათგანი დააკავეს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს არის მაგალითი ბრძოლისა, შეუპოვრობისა.

 მე და ნინო მიქიაშვილმა რამდენი შეურაცხყოფა ავიტანეთ. ნინოს ეუბნებოდნენ მოეშორებინა ზაზა ხატიაშვილი საქმიდან, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ და შევქმენით პრეცედენტი, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე დამნაშავე პოლიციელები დაისჯებიან.
არცერთ პოლიციელს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ შერჩება წამება. 13 წლის შემდეგ მივაღწიეთ სამართალს, ეს არის მთელი საზოგადოებისთვის კარგი მაგალითი, რომ არ უნდა დანებდნენ და იბრძოლონ თავისი უფლებებისთვის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close