საზოგადოება

ჯოჯოხეთი ხდება ამ სახლში, ოთხივე წევრი ავადმყოფია…

აკა სინჯიკაშვილი, ქველმოქმედი:

_ ჯოჯოხეთი ხდება ამ სახლში, ოთხივე წევრი ავადმყოფია, ცოლ-ქმარი, მათი შვილი და შვილიშვილი. სასწრაფოდ სჭირდებათ წამლები და საჭმელი პირველ რიგში. ოჯახის მეხუთე და ერთადერთმა ჯანმრთელმა წევრმა თავი მოიკლა. დანარჩენები შიმშილის ზღვარზე არიან. მამა საწოლში წევს ოთხი წელია, არ შეუძლია ლაპარაკი, მოძრაობა და ამდენივე ხანია, უშედეგოდ ელოდება დაპირებულ ეტლს გამგეობისგან. ის კი არა, მუდმივ პირადობის მოწმობასაც აღარ აძლევენ. იქნებ ვინმეს გქონდეთ ეტლი, მზის დანახვა ენატრებაო, გარეთ არ გამოსულა ტრაგედიის შემდეგ. 
 მომწერეთ, მოვალთ და წავუღებთ. ასეთი საშინელება იშვიათად მინახავს და მომეხმარეთ რა, რაღაცა ვუშველოთ. 
სჭირდებათ წამლები: დოპროკინი, ქსინოკარდი, კაპტოპრილი, დიგოქსინი -25 მ, კორვალოლი, ენაპაში- 25მ, ტრიდატფორტე, ტრუქსალი – 50მ, 25მ, ფილეფსინი,ნალგეზინი. ცხოვრობენ ყვარლის რაიონში, სოფელ – ახალსოფელში. ზეგ წავალთ და წავუღებთ ყველაფერს. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე –
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close