პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი არჩევნებში გასულ 60 კოლეგას საკონსულტაციო ორგანოს შექმნას სთავაზობს

,,მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული კონვენტი, საკონსულტაციო ორგანო და ყველა მთავარი საკითხი იმ სამოცმა დეპუტატმა, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნებით გავედით პარლამენტში, იქ განვიხილოთ მთავარი საკითხები და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, შემართება და დავუმტკიცოთ, რომ ქართული სული არ ჩამკვდარა, მით უმეტეს, ასეთი ოლიგარქები, წამხდარი ადამიანები ვერ გადაგვტეხავენ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ საქართველო გავათავისუფლოთ ამ გველეშაპისგან. ამ საკითხზე კოლეგებთან მალე გავივლით კონსულტაციებს” _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “ღამის კურიერში”.

Related Articles

Back to top button
Close