საზოგადოება

ხატია ჩოგოვაძე: მკვდარია კანონიც და ენობრივი ცნობიერების დონეც საერთოდ არ გაგვაჩნია

,,ქართული ენა ისედაც დაჩაგრული და გაუბედურებულია და სახელმწიფო ენა რომაა საერთოდ არ იგრძნობა. ნაცვლად იმისა, რომ ენობრივი ნორმები დავიცვათ, ვცდილობთ, მაქსიმალურად დამახინჯებული ფორმების დამკვიდრებას შევუწყოთ ხელი. ამის მაგალითია ჩვენი ახლადგახსნილი სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი”, რომლის გახსნაზეც ესწრებოდნენ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები და მგონია, არ გააჩნიათ შინაგანი ეროვნული პროტესტი და ენობრივი თვითშეგნება! პირდაპირ ტრანსლიტერაციით რომ გადმოგაქვთ ქართული ასოებით ეს სიტყვა “გალერია”, ცოტა დაფიქრება ხომ გმართებთ, რამდენად ბუნებრივად ჟღერს ეს ქართულ ენაში არარსებული სიტყვა – “გალერია”. მეორეც – ყველაზე მთავარი, შენობის დანახვისთანავე თვალს გვჭრის ინგლისურენოვანი წარწერა. კანონი გავალდებულებს, რომ “ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია, ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი”. პასუხად მითხრეს – სადღაც შენობის თავზეა (ლამის სახურავზე) წარწერა ქართულადო და გაცილებით დიდი ზომის წარწერააო (სამადლობლადაც დამიმატეს). აბა, რომელიმემ მითხარით, თუ შეამჩნიეთ ეგ წარწერა? – არა. ვერ შეამჩნევთ, იმიტომ რომ ქართული წარწერა არის სადღაც “მიგდებული” პირდაპირ სახურავზე, მოვალეობის მოხდის მიზნით და კითხვადი და აღსაქმელი საერთოდ არ არის, რაც არ უნდა კისერი მოიგრიხოთ და შეეცადოთ, თქვენ იმ ქართულენოვან წარწერას ვერ დაინახავთ! ზემოდან თუ გადააფრინდებით ამ შენობას, მაშინ შეიძლება შეამჩნიოთ.

შესასვლელში არის მხოლოდ ინგლისურენოვანი წარწერა! და რატომ ხდება ასე?! არსებობს “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონიც (ძალიან დასახვეწია) და ამავე კანონის მიხედვით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტიც (რომელიც რეალურად არ არსებობს 
 ), მაგრამ რად გვინდა?! მკვდარია კანონიც და ენობრივი ცნობიერების დონეც საერთოდ არ გაგვაჩნია” _ აცხადებს იურისტი ხატია ჩოგოვაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close