საზოგადოება

,,წლების განმავლობაში არც შუქი აქვს, არც გაზი…” – ჯოჯოხეთური ცხოვრება თბილისში

,,წლების განმავლობაში არც შუქი აქვს, არც გაზი, როგორც გარეთ წვიმს ზუსტად ისე წვიმს სახლშიც, არც საპირფარეშო, არც აბაზანა, უმძიმეს პირობებში უწევს გურამ საკაშვილს ყოფა-ცხოვრება… საპენსიო ასაკი ჯერ არ აქვს, თუმცა საშინელმა ყოფამ ჯანმრთელობა შეურყია.

ეს ადამიანი მოვინახულე სამგორის რაიონში. ბევრი არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების იმედი აღარ აქვს, ტყუილი დაპირებების მოსმენაც აღარ უნდა. შემძრა იმან, რაც ვნახე, სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი, ან რა უნდა მეთქვა? ხელისუფლების უმოქმედობამ და უყურადღებობამ აღმაშფოთა, რომელ აღმშენებლობაზე და კეთილდღეობაზე გვესაუბრებიან, რომელ სიცოცხლით სავსე ქალაქს ჰპირდებიან ხალხს, ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრში, უმძიმეს პირობებში მყოფი ადამიანის ბედით არ დაინტერესებულან, ამბავი არ უკითხავთ არასოდეს და არ უცდიათ, რომ ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ უმძიმესი ყოფა.

მაოცებს ხელისუფლების ურცხვობა, კიდევ რა ნამუსით მიდიან ხალხთან და ხმას სთხოვენ მათგან წლების განმავლობაში ღვთის ანაბარად მიტოვებულ ადამიანებს?” _ გვითხრა  თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა სამგორის რაიონში ლეიბორისტული პარტიიდან ნათია შარაშენიძემ და საკაშვილების ცხოვრების ამსახველი ფოტოები გადმოგვცა.

აი, როგორ ცხოვრობს საკაშვილი თბილისში, სამგორის რაიონში. თავად განსაჯეთ, ამას ცხოვრება ჰქვია?

.

.

.

.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close