საზოგადოება

,,ძალიან მომენატრე, დეე!”_ ქართველი ემიგრანტი ბიჭის ემოციური პოსტი

ქართველი ემიგრანტი ბიჭი სოციალურ ქსელში ამ ფოტოს აქვეყნებს შემდეგი ტექსტით:
,,რამდენიმე თვის წინ ამერიკიდან თბილისში ჩავიდნენ ჩემი მეგობრები, ჩემთან სახლში მივიდნენ სტუმრად მშობლების გასაცნობად და სანამ მესამე სართულზე ავიდოდნენ, ეს ფოტო გამომიგზავნეს: ჩემი კორპუსი ვაჟა-ფშაველაზე და ფანჯრიდან გადმომდგარი დედა! ეს მენატრება, სამსახურიდან მოსულს რომ შევძახებდი: დეეე, რა ამოვიტანო? ისიც გადმომხედავდა და მეტყოდა, ყველაფერი გვაქვს, ამოდი საყვარელოო. ზუსტად ასე წარმომიდგენია სახლში პირველად მისვლა: ისევ შევძახებ დედას წლების შემდეგ და ბოლო ხმაზე ვიყვირებ:
– ძალიან მომენატრეე დეე!!!”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close