საზოგადოება

,,ჩვენი ქვეყანა კი არის „ფარღალალა“, მაგრამ არც ისეთი, საერთაშორისო ტერორიეტები რომ გაატარონ”

„ამ ჩატაევს საერთოდ რა უნდოდა საქართელოში? დევნილი უხელო და უფეხო კაცი ნებით, ჩუმად შემოიპარა?“ – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას  შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

ცოტნე გამსახურდია საუბრობს  ტერაქტსა და ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოპარვაზე. მისი თქმით, საქართველო არის ღია ქვეყანა, თუმცა, არც ისეთი, რომ ადვილად იდენტიფიცირებადი ტერორისტები შემოვიდნენ.

„ძალიან არ მომწონს ეს ანტი-ჩეჩნური ისტერიის გაღვივების მცდელობები! ამ ჩატაევს საერთოდ რა უნდოდა საქართველოში? დევნილი უხელო და უფეხო კაცი ნებით, ჩუმად შემოიპარა? ჩვენი ქვეყანა კი არის „ფარღალალა“, მაგრამ არც ასეთი, რომ ადვილად იდენტიფიცირებადი საერთაშორისო ტერორისტები გაატარონ. მაშ, ვიღაცამ მისცა უსაფრთხოების გარანტიები, ვისაც ეს ხელეწიფებოდა ძალოვანი სტრუქტურებიდან. და შემდეგ “გადააგდო”. ან – უბრალოდ ჩაუშვა.

ადვილი მისახვედრია, აქ ერთი ტერაქტიც რომ მოაწყოს ისლამურმა სახელმწიფომ შურისძიებისათვის, და მას აქ ჩეჩენი შემსრულებელი ჰყავდეს, ეს ვის წისქვილზე დაასხამს წყალს!

მახსენდება შევარდნაძისა და რუსული გრუ-ს ერთობლივი ოპერაცია აფხაზეთში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ჩრდილო კავკასიისა და საქართველოს დაპირისპირება და გათიშვა იყო, რათა ზვიად გამსახურდიას და ჯოჰარ დუდაევის მიერ კავკასიურ სახლს არ ჩაყროდა საფუძველი!“ – წერს ცოტნე გამსახურდია.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close