მსოფლიო

“ჩემი გაკვირვება ძნელია, მაგრამ გუშინდელმა მოვლენებმა მთელი უკრაინა შოკში ჩააგდო”

უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, კიევის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

პეტრო პოროშენკო ლვოვში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

“ახლა, როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ ძალით ვერაფერს დაგვაკლებს, გადაწყვიტა ზურგში დაგვარტყას და შიგნიდან მოახდინოს უკრაინის დესტაბილიზაცია. არაერთხელ მითქვამს, რომ მოსკოვში ძალებსა და ფულს არ დაიშურებენ. ჩემი გაკვირვება ძნელია, მაგრამ რაც გუშინ მთელმა უკრაინამ ნახა,  ყველა დაზაფრა და შოკში ჩააგდო” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას მუშაობისთვის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის.

“კიდევ ის მახარებს, რომ უკრაინელმა ხალხმა ჯერ კიდევ ჩვენი ძალოვანების რეაქციამდეგაშიფრა მოსკოვიდან დაფინანსებული კამპანია და სწორედ ამიტომ მოახდინა რადასთანმიმდინარე აქციის იგნორირება. ორგანიზატორებს კი მართლაც სურდათ სისხლისღვრა და ყველანაირად ცდილობდნენ ძალოვანების პროვოცირებას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანები ამას არ წამოეგნენ. ძალოვანების მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანი იყო” – განაცხადა პოროშენკომ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close