საზოგადოება

შსს Gem fest-ზე მყოფი გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

22 წლის თბილისელი გოგონა, რომელიც დღეს დილით Gem fest-ის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა, ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კლინიკაში დაუზუსტებელი სუბსტანციის, ნივთიერების ტოქსიური ეფექტის და სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული ორი ახალგაზრდა კაცი კი საავადმყოფოში მკურნალობს, რომელთა შორის ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპისთვის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: tv იმედი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close