საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: საპატრიარქოს მძევლად ჰყავს აყვანილი პაატა სააკაძის ცხედარი

,,მრავალი წელია ვყოყმანობ, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი. ალბათ მაინც სჯობია, სათქმელი ითქვას, რადგან საქვეყნო, ეროვნული პრობლემაა და არა პირად-პარტიული. როგორც ცნობილია, ეროვნული იდეოლოგია, მომავალი თაობის აღზრდა პატრიოტული სულისკვეთებით შეუძლებელია სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა საფლავებზე მუხლმოყრის გარეშე, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროა სჩანდეს საქვეყნოდ და არ ხდებოდეს მარტო დახურულ ფორმატში.

ყველას მოგეხსენებათ, კასპის სოფელ ერთაწმინდაში, საგვარეულო მონასტერში დაკრძალულია პაატა სააკაძე, რომელსაც კაციჭამია შაჰ აბასმა 1625 წელს ქართლ-კახეთის ანტიირანული აჯანყების შემდეგ თავი მოჰკვეთა (სხვათა შორის ეს შახი იყო არა სპარსელი, არამედ გახლდათ იმ ჯურის თურქმენი, რომლის ჯილაგი ალიევიც ახლა დავით გარეჯს გვიღობავს). მოკლედ, რამდენიმე წელია სხვადასხვა დღესასწაულებზე უშედეგოდ ვცდილობთ მივიდეთ პაატას საფლავზე, მოვიყაროთ მუხლი, მივიტანოთ გვირგვინი, გავაშუქოთ მასობრივად ტელევიზიით, მაგრამ სამწუხაროდ, საპატრიარქო იქ არავის უშვებს. ფაქტიურად მძევლად ყავთ აყვანილი პაატას ცხედარი და იმ ხალხს ვისაც ეს მზეჭაბუკი შეეწირა აკრძალული აქვთ საჯარო პატივი მიაგონ მის საფლავს. მე ვეკითხები ახლა საპატრიარქოს—გაქვთ თქვენ ამის უფლება?ბოლოს და ბოლოს პაატაა ეს სააკაძე და არა თქვენი ბიზნესი.მრცხვენია თქვენს მაგივრად” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close