პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს: ასეთ იურისპონდენციას გასწავლიდნენ გერმანიაში?

,,რატომ მითხარით უარი სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტაზე 2021 წლის ივლისში, როდესაც მანამდე, 7 თვე არ მივლია ასევე პარლამენტში?"

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა:
,,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს
ძალიან ვწუხვარ, რომ, ჩემი თითქმის ნახევარი თვის წინ გამოგზავნილი წერილი პარლამენტში შესაძლო შემოსვლის გამო საორგანიზაციო–პროცედურული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით არა მარტო რეაგირების გარეშე დარჩა, არამედ, რაც ყველაზე გროტესკულია, თავზარდაცემულებმა დაიწყეთ ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მოქმედებები. მაინტერესებს, მაშინ რატომ მითხარით უარი სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტაზე 2021 წლის ივლისში, როდესაც მანამდე, 7 თვე არ მივლია ასევე პარლამენტში? ის საპატიო იყო და შემდგომი ბოიკოტი, რაც მთელი მსოფლიოს გასაგონად განვაცხადე, არასაპატიოა? მოკლედ, ასეთ იურისპონდენციას გასწავლიდნენ გერმანიაში?
იმედია, ამჯერად თქვენი ბოიკოტის გამო ამ სესიის გაცდენებსაც არ ჩამითვლით არასაპატიოდ.
მომიკითხეთ ბიძინა ივანიშვილი.
პატივისცემით
შალვა ნათელაშვილი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close