საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: თავისუფლების მოედანზე ვნახე თავისუფლება აღკვეთილი საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ თავისუფლების მოედანზე ვნახე თავისუფლება აღკვეთილი საზოგადოება, სევდის ოკეანეში, გულნატკენი ქართველებით სავსე. ალბათ ასე გამოიყურებოდა ხალხი 1921 წელს, რუსეთის ოკუპაციის დღეს, კოლაუ ნადირაძის ლექსით–თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,დუმდა სიონი და დუმდა ხალხი— დიახ,მზის მიუხედავად თოვდა და წვიმდა ამ ადამიანთა სულებში. სახელმწიფო აპარატი სრულად უნდა იყოს დეპარტიზებული და პოლიტიკური მმართველობის შეცვლა არ უნდა იწვევდეს მათ სამსახურებიდან გაყრას,მათზე შანტაჟსა და ტერორს.მხოლოდ პროფესიონალიზმი,წესიერება,არაკოპუმპირებულობა უნდა იყოს განმსაზღვრელი მათი მოღვაწეობა–წინსვლისათვის და არა პარტიულობა,მონობა,მოძალადეობა,ძლიერთ ნათესაობა-ახლობლობა. ბოდიშით,რომ ვერ დაგიცავით.

Related Articles

Back to top button
Close