საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: არ ვიცი რაღა უნდა მოხდეს, რომ აზრზე მოვიდეთ?

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი:

_ მიაღწია ივანიშვილმა თავისას. მისი შავი ფულის გასათეთრებლად და თურქეთის დენით მოსამარაგებლად წამოწყებულმა გენოციდური ჰესების მშენებლობამ ჯერ შეიწირა ჭოროხისა და თერგის ხეობები, ახლა კი ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა ულამაზეს ჭუბერის ხეობაში და ეს დასაწყისია, სამწუხაროდ. არადა, რამდენი ვირბინეთ ეს წლები მაგ ხეობებში. მოვუწოდებდით მოსახლეობას, გამოსულიყვნენ, დაეცვათ თავისი მამული, პასუხად ვიღებდით ქართული ოცნებისა და მათი დეპუტატების 99 პროცენტიან გამარჯვებებს ამ ტერიტორიებზე და კიდევ უშიშროებიდან მოწოდებულ ყბადაღებულ პოსტულატს, “არ გვინდა პარტიები”,”არ გვინდა პოლიტიკა”. არ გინდათ პოლიტიკა და პარტიები? აჰა შედეგიც ბანკირ-ოლიგარქთა შემოქმედებისა. არ ვიცი რაღა უნდა მოხდეს, რომ აზრზე მოვიდეთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close