საზოგადოება

შავნაბადაზე ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს:
,,ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის სამუშაოები
ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი
მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300
თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით,
ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება
შსს-ს ვერტმფრენი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონში,
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, სადაც შსს-ს
ასობით თანამშრომელია მობილიზებული. ადგილზე ცეცხლის დაქრობით სამუშოებს
აწარმოებს 3 ერთეული საჰაერო ტექნიკაც.

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში, ამ ეტაპზე ვერტმფრენის
გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხანძრის ძირითადი კერები უკვე
ლოკალიზებულია. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალტერნატიული ცეცხლმაქრი
საშუალებების გამოყენებით, ცოცხალი ძალა ახორციელებს.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება, ასევე, შილდის ტყეში, სადაც
შსს-ს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას
ახდენენ”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close