პოლიტიკა

,,ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და “გარე პერიმეტრზეც”

,,ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების ( მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა..."

ნაციონალურმა მოძრაობამ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი. ყველაზე უარესი არის ის მდგომარეობა( ანუ ბოიკოტი), რომელშიაც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება. მოარული გამონათქვამი, რომ “რუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას” არის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და “გარე პერიმეტრზეც”. სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტში “ქართული ოცნება” ბოლო წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ, მათი ვიზიტი ფორმალურ გასეირნებად იქცა.
მიდგომა, რომ ერთჯერადად შევალთ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ან მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, არის არსებული, ყველაზე უარესი მდგომარეობის შენარჩუნების ნაირსახეობა.
ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების ( მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ და სათანადო პასუხისმგებლობის გაზიარებით-ესაა ჩემი პოზიცია.
რომელ გზასაც აირჩევს პარტია, დავემორჩილები მას, როგორც ეს აქამდეც მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე ვიდექი ბევრ საკითხთან დაკავშირებით( შესვლა-არშესვლა, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა-არმოწერა, ბოიკოტი და ა. შ).
რომან გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close