საინტერესო

ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, შესყიდულ 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარს სახელმწიფო გადაუხდის

სუბსიდიას მიიღებს ის ღვინის კომპანია, რომელიც 2021 წლის რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონში მოწეული 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს:
რთველი-2021 წლის ფარგლებში რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განვახორციელებთ!
? მევენახეების მიერ მოწეული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სუბსიდიას მიიღებს ის ღვინის კომპანია, რომელიც 2021 წლის რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონში მოწეული 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.
? სუბსიდიის მისაღებად, კომპანიამ უნდა შეისყიდოს და გადაამუშაოს არანაკლებ 100 (ასი) ტონა რქაწითელი ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი.
? ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: შესყიდულ 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close