საზოგადოება

,,ქოცპროპაგანდისტებმა კონტექსტიდან ამოგლიჯეს მონაკვეთი, სადაც ისმის ფრაზა: ,,გარეჯი არაა ჩვენი”

,,ვისაც ამ პროპაგანდის გჯერათ, იდიოტები ბრძანდებით"

ივერი მელაშვილმა ტელეგადაცემაში თქვა, რომ როცა მუშაობს საზღვრის დამდგენი ორმხრივი კომისია, არის სადაო მონაკვეთები და ამ დროს სახელმწიფო თანამდებობის პირი ჩადის ამ სადაო ტერიტორიაზე და იძახის ჩვენიაო, ეს საქმეს აფუჭებსო. აბსოლუტურად სწორი და მართებული მოსაზრებაა.
მისი ამ მსჯელობიდან ქოცპროპაგანდისტებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოჭრეს ერთი მონაკვეთი, სადაც ისმის ფრაზა “რომ ამბობ ჩვენიაო, ამ დროს არ არის შენი”. თუმცა პრინციპში ამ მოჭრილ მონაკვეთშიც ობიექტური მსმენელი ადვილად მიხვდება, რომ ლაპარაკია სადაო მონაკვეთის სამართლებრივ გაფორმებაზე და არა ისტორიულ სიმართლეზე.
მიუხედავად ამისა, დაათრევენ ეს ქოცპროპაგანდისტები ამ მოჭრილ ფრაგმენტს კედელ-კედელ იმის მტკიცებულებად, რომ თითქოს მელაშვილი ამბობს გარეჯი საქართველო არ არისო და არის ერთი გნიასი, ფურთხება და დედის გინება.
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ამის გამკეთებლები ხართ სრულიად ნამუსგარეცხილი ჩათლახები, ხოლო ვისაც ამ პროპაგანდის გჯერათ, ან იდიოტები ბრძანდებით ან უბრალოდ იმდენად ვერ იტანთ ნაცებს, რომ ყველა ჩათლახის ყველანაირ იდიოტობას იჯერებთ.
ესაა ჩემი კომენტარი და ჩათვალეთ, რომ ვიყავი უკიდურესად კორექტული და მოზომილი.
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close