ქართულ-ებრაული

,,ქართული თემის გაქრობამ გააღარიბა იერუსალიმი…”

,,ქართველები შევძლებთ, კვლავ შევავსოთ იერუსალიმის მკვეთრი მოზაიკის ნათელი ნაწილი!"

ისრაელის ნეგევის უნივერსიტეტში საქართველოსთვის ერთი მნიშვნელოვანი ოთახია, სადაც, ოთახის მკვიდრს, წარწერით კი არა – ფიროსმანის ნახატის მიხედვით ცნობენ. ამ პატარა ოთახში კი ერთადერთი დიდი ფოტო, ოთახის მკვიდრის მიერ გადაღებული იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტერია. ეს ოთახი არც იარსებებდა, ისრაელის სიძველეთა და არქეოლოგიის სამსახურიდან უნივერსიტეტის არქეოლოგიის სრულ პროფესორად მისი მკვიდრი რომ არ გადასულიყო. ეს ქალბატონი, 25 წელიწადზე მეტია, იერუსალიმში კავკასიურ და კერძოდ, ქართულ კვალს სწავლობს. ისრაელის სამეცნიერო წრეებში ის წმინდა მიწაზე ქართველთა კვალის კვლევის საუკეთესო სპეციალისტად ითვლება. 2012 წელს, მისი, წიგნად გამოცემული, დიდი ნაშრომის წინასიტყვაობაში დაწერა: „ქართული თემის გაქრობამ გააღარიბა იერუსალიმი, ქალაქის მკვეთრ ქრისტიანულ მოზაიკას მოაკლო ერთი ნათელი ნაწილი“.
გაიცანით – პროფესორი იანა ჩეხანოვეცი, საქართველოს დიდი მეგობარი! იერუსალიმის ქართული კვალის მოამაგე! როცა იანას დარი მეგობრები გვყავს, იმედი მუდმივად მაქვს – ქართველები შევძლებთ, კვლავ შევავსოთ იერუსალიმის მკვეთრი მოზაიკის ნათელი ნაწილი!
ლაშა ჟვანია, საქართველოს ელჩი ისრაელში

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close