საზოგადოება

ქართველ ადვოკატებზე ზეწოლა პრაღის კლუბში გააპროტესტეს

  ,,პრაღის კლუბი შექმნეს რუსმა ადვოკატებმა ადვოკატის უფლებების და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის. პრაღის კლუბის პრეზიდენტია ამერიკელი ადვოკატი. შეხვედრები იმართება ქალაქ პრაღაში, სადაც ჩამოდიან აგრეთვე რუსეთიდან დევნილი ადვოკატები. მიმიწვიეს ადვოკატების უფლებებზე ლექციის წასაკითხად. ჩემი გამოსვლა დავამთავრე სამი ქართველი ადვოკატის ლიკა ბითაძის, ფიქრია მახარაძის და თეა ზაუტაშვილის მხარდაჭერის მოთხოვნით და ვთხოვე რუს, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მხარდაჭერის დაფიქსირება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ქართველ ადვოკატებთან მიმართებაში.
მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არ დავხუჭოთ თვალი ხელისუფლების მხრიდან არცერთ თავდასხმაზე ადვოკატებთან მიმართებაში. გვახსოვდეს, ძალა ერთობაშია” _ წერს სოციალურ ქსელში ადვოკატტა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close