საზოგადოება

,,ქალბატონი მერკელი რუსულ სივრცეში დაბრუნებას შესთავაზებს საქართველოს ხელისუფლებას”

გოჩა მირცხულავა, ჟურნალისტი:

_ ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს მომავლისთვის. ამაზე ჯერ ღიად არაფერს ვიტყვი – დაველოდოთ. ზეგ – ქალბატონი მერკელი რუსულ სივრცეში დაბრუნებას შესთავაზებს საქართველოს ხელისუფლებას. ისევ შემოაგდებენ რკინიგზის გახსნის თემას და საერთო კავკასიური ერთობას – კავკასიურ ევროკავშირს, სადაც აფხაზეთი და “ოსეთი” დამოუკიდებელი სახელმწიფოები იქნებიან. ამ
ერთობაში რუსეთიც იქნება, როგორც კავკასიური (!) ქვეყანა, სომხეთი საკუთარ თავზე რუსეთმა აიღო, აზერბაიჯანი კი მერკელთან და პუტინთან ბოლო დროს ძალზედ დაახლოებულმა ერდოღანმა. სხვა ბონუსები აბა რა მოსატანია. ქართველი სასარგებლო იდიოტები იტყვიან – ნახეთ აგერ საუკეთესო შემოთავაზებაო. ისე შტაინმაიერის გეგმაც გვახსოვს ზოგიერთებს. მოკლედ, ცდუნებისა და “სამშვიდობი” ღალატის მორიგი რაუნდის წინაშე ვდგევართ. შამბას განცხადებაც, “დროულია” იმავე იდიოტებისთვის. ზალკალიანის და ციხელაშვილის პოლიტიკა გვიხსნის თუ მთავრობის სხვა წევრების გამოცდილება? ჰო, ამ ყველაფერს საჯაროდ არავინ გვეტყვის ჯერ. პროცესებს დავაკვირდეთ. თუმცა თუ ხვალ სხვა მოცემულობა დაიდო, ზეგინდელი ვიზიტი მეტწილად დროებითი ფორმალობა იქნება. ისე, ხელისუფლებაში თუ ახსოვთ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. (ელჩს ველოდები მოუთმენლად).

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close