სამართალი და კრიმინალი

,,ფრთხილად ნარკოტიკულ პოლიტიკასთან, ეს არის ყველაზე საშიში რამ…”

გიორგი ტურაზაშვილი, ადვოკატი:

_ მსუბუქი ნარკოტიკის მახასიათებელი ანუ განმსაზღვრელი ადამიანის გაბრუების ხარისხია თუ ხანგრძლივობა? თუ “ბრენდი”, სახეობა? პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება სასამართლოს ეკუთვნის  სახელმწიფო მხარის შესაბამისი შუამდგომლობის ან პოზიციის დაყენებისას. სახელმწიფო ბრალდების სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ნაწილია ნარკოტიკული მიმართულება და კანონში კი არ უნდა შეიტანოთ ცვლილება, არამედ პროკურატურის ოფისმა იუსტიციის სამიიტროსთან ერთად უნდა იმუშავონ თუ როგორი იქნება სისხლისსამართლებრივი დამოკიდებულება ნარკოტიკის მომხმარებლისადმი ინდივიდულური მდგომარეობით და ვითარებაში. შემდგომ, ეს დამოკიდებულება გამოიხატება საპროცესო მოქმედებაში სასამართლოს წინაშე და საბოლოო სიტყვას იმ მინიმალური და მაქსიმალური კანონისმიერ ფარგლებში იტყვის სასამართლო.

ფრთხილად ნარკოტიკულ პოლიტიკასთან, ეს არის ყველაზე საშიში რამ, რადგან არასოდეს ჩარჩოში არ მოექცევა, მუდმივი კონტროლი უნდა, სხვა შემთხვევაში ჩვენი ხელით მივიღებთ უმძიმეს შედეგებს.

საქმე იმაშია, რომ გუშინ, პრემიერმა ქვეყნის ნარკოპოლიტიკაში ცვლილებები დააანონსა. როგორც თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ის არ არის მომხრე ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის, თუმცა მისი თქმით, მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ, თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება და შეფასებები ამ საკითხთან მიმართებაში უნდა იყოს მნიშვნელოვანი.

ახალგაზრდამ, რომელმაც მსუბუქი ნარკოტიკი მოიხმარა დავაპატიმროთ, არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამით ჩვენ შეიძლება დავუნგრიოთ მას სიცოცხლე და მოვუსპოთ იმის შანსი, რომ მან მომავალში აღარ მოიხმაროს ეს ნარკოტიკი.

რაც შეეხება ლეგალიზაციას, რომელიც დეკრიმინალიზაციისგან განსხვავებული საკითხია, ამ კუთხით მე არ მიმაჩნია, რომ ლეგალიზაცია უნდა გავაკეთოთ.

რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას ჩემი პასუხი არის ის, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ.

ვეცდები ყველანაირად, რომ ამ კუთხით მოსაზრებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოვახდინო და ცვლილებებიც განვახარიცელო“, – განაცხადა პრემიერმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close