საზოგადოება

ფოთში მეთევზეები გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ხელისუფლებასთან შეხვედრა და მათი პრობლემების გაცნობა დღეს იმ მეთევზეებმა მოინდომეს, რომლებიც შავ ზღვაში ქაფშიიც რეწვას ახორციელებენ.

მეთევზეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც სეინერებზე ვიდეოთვალის დამონტაჟება ევალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმები დაეკისრებათ.

,,სამინისტროს დადგენილება 1 ოქტომბერს მივიღეთ. მომზადებას ვერ ვასწრებთ. ტექნიკურადაც მოუხერხებელია. იმედია, ჩვენს გულისტკივილს გაითვალისწინებენ”, – განაცხადა მეთევზე ვახტანგ ქავთარაძემ.

მეთევზეები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვადრას მოითხოვენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close