საზოგადოება

“ფაქტმა შემძრა, რას ნიშნავს რომ არ იცნობთ ოთო აბესაძეს?”

ინგა ბერიკაშვილი, სოციალურ ქსელში ოთარ აბესაძის დაკავებას ეხმაურება.

ჩემო გუნდელებო!
მოგმართავთ ყველას ვინც 2012 წელს გაგვაერთიანა ბიძინა ივანიშვილმა და დღემდე ერთგულად დარჩით იმ ნდობის რომელიც ამ ადამიანმა გამოგიცხადათ!
მე ვიცნობ ოთო აბესაძეს ანუ პიროვნებას ვგულისხმობ, თორე ახლო ურთიერთობა არასოდეს მქონია და თქვენ არ იცნობთ?
იმედი მაქვს, რომ ეს ჭორია და თქვენ არ უარყოფთ მასთან მეგობრობას ის ხალხი, ვისთანაც ეს ბიჭი ატარებდა დიდ დროს და მეობარს გეძახდათ!
არ გეგონოთ ვინმეს, რომ მასთან მეგობრობის უარყოფით დადებით ქულას დაიწერთ ვინმესთან არა და ვერა, რადგან ეს იმას ნიშნავს ასეთი თუ მოხდა ან მოხდება, რომ თქვენ მხოლოდ სტატუსის გამო აფასებთ ხალხს და აბა დაფიქრდით ამას “ის” მოგიწონებთ ვის გამოც უარყოფთ აბესაძესთან მეგობრობას? (თუ ასეთს ააქვს ადგილი რა თქმა უნდა)!
ჯერ არ ვიცი მე ის დამნაშავე არის თუ არა რადგან სასამართლოს განაჩენის დადგენამდე წინასწარ ვერ ვიტყვი ვერაფერს მაგრამ არც იმისი არ მჯერა, რომ სუს-მა ტყუილად დააკავა, როგორც გახდა ცნობილი ადვოკატისგან დანაშაულს აღიარებსო მაგრამ არც ბრალდებულის აღიარება არ ნიშნავს ჩემთვის ამ ეტაპზე არაფერს!
აქ საკითხი სხვა რამეშია და სხვა ფაქტმა შემძრა, რას ნიშნავს რომ არ იცნობთ ოთო აბესაძეს? როდის მერე არ იცნობთ და რომც იცნობდეთ რა შუაში ხართ? მის გამო თქვენ პასუხს არავინ არ მოგთზოვთ თუ თქვენც დამნაშავე არ ხართ რა თქმა უნდა!
მე ძალიან კარგად მესმის რა მძიმე გადაწყვეტილება იქნებოდა სუს- ის როდესაც საკუთარი გუნდის წევრს აკავებ მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ქვეყანაში ეს ქაოსი უნდა დასრულდეს და სხვა გზა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს!
ძალიან სამწუხარო ამბავია და შეიძლება ამას გაგრძელებაც მოყვეს და ჯაჭვიც გამოვლინდეს ამ დანაშაულის მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ უარყოთ მასთან ახლო ურთიერთობა და მეგობრობა!!
იმედი მაქვს ეს ჭორია და მინიმუმ რაც შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს თანაგუნდელს მის დადებით ხასიათს გაუსვათ ხაზი და ამით დაეხმაროთ, რადგან ისედაც მძიმე მუხლი აქვს ბრალად შერაცხული და მორალირად მაინც გაამხენევეთ!!!
საინტერესო გამოძიება გველის წინ!
P.S. არ გეწყინოთ, უბრალოდ არ არის კარგი საქციელი როდესაც მეგობარს უარყოფ განსაცდელის დროს!
ვინც არ უარყო, ისინი ამაღლდით ჩემს თვალში! შეცდომა ყველას მოსდის და არავინ არაა დაზღეული ამისგან!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close