საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ ქართული პროდუქციისთვის პრივილეგიების დაწესებას გეგმავს

შალვა ნათელაშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ ქართული პროდუქციისთვის პრივილეგიების დაწესებას გეგმავს.

ამ შინაარსის განცხადება ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ერთ-ერთ გარე მოვაჭრესთან ერთად გააკეთა, რომელიც უკვე გააფრთხილეს, რომ მანქანიდან ვაჭრობა, შესაბამისი ფასიანი ნებართვების გარეშე, დასჯადი ხდება. ,,ქვეყანა, რომელსაც ,,გეორგია“ ჰქვია, დღეს დააყენეს იმ გზაზე, რომ მიწის გადამუშავებაზე გლეხმა აიღოს ხელი, წავიდეს უცხოეთში სხვის მოსამსახურედ, სამაგიეროდ აქაური მიწები ხელში ჩაუვარდებათ უცხო ტომელებს.

დღეიდან, თუ ვინმე საკუთარი ავტომანქანიდან გაყიდის პროდუქციას, დაჯარიმდება 1000 ლარით. სამაგიეროდ, გზა გაეხსნება თურქულ და ირანულ პროდუქციას, რომელსაც ივანიშვილი გაყიდის ,,კარფურიდან“. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, შეიზღუდება უცხოეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემოტანა, გაუქმდება ჩვენი გლეხებისთვის დაწესებული უსამართლო კონკურენცია, დამთავრდება ჩვენი სოფლის მკვლელობის უსამართლო პროცესი და აქ მოწეული პროდუქცია პრივილეგიებით და ხლშეწყობით გაიყიდება.“_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close