საზოგადოება

,,ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში ჩასვლა საფრთხის შემცველია”

რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს და განვითრებულ მოვლენებს  უკვე გამოეხმაურა სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.

მისი განცხადებით, თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რამდენად ღრმა კრიზისშია საქართველო.

“რადიკალიზმი ბევრ რამეში განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს. ანალოგიური მოხდა სერგეი გავრილოვის მიმართაც და ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საფრთხის შემცველია რუსი მოქალაქეების საქართველოში ჩასვლა,”- განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ვლადიმერი პოზნერი, რომელსაც თბილისიდან თანმხლებ პირებთან ერთად რუსეთში დაბრუნება დაგეგმილზე ადრე მოუწია, მოსკოვში უკვე ჩავიდა, თუმცა თბილისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, რუს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close