საზოგადოება

რატომ ითხოვენ პარლამენტარები რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩატარებას?

საქართველოს პარლამენტი 26 ივლისიდან რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხების რიგითობა გააცნო და იმ კანონპროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხილვაც რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, გარდა მესამე მოსმენით წარმოდგენილი კანონპროექტებისა, საკანონმდებლო ორგანო,რიგგარეშე სესიის ფორმატში, პრეზიდენტის მიერ სამ კანონპროექტზე დადებულ ვეტოს დაძლევის საკითხებსაც განიხილავს.

საუბარი საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 29 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“;საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 30 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 30 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ „საქართველოს ორგანულკანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე,რომლებსაც პრეზიდენტის მიერ ვეტო 21 ივლისს დაედო.

ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს და ახალ საკანონმდებლო წინადადებებზე შესაბამისი კომიტეტები განსაზღვრეს.

სხდომის დასასრულს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ ბიუროს წევრებს ფრაქციის წევრების მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ მას განუმარტა,რომ აღნიშნული ვიზიტი არ წარმოადგენდა საპარლამენტო ვიზიტს და შესაბამისად ბიუროზე პარტიული ვიზიტის ანგარიშის მოსმენა ვერ მოხდებოდა.

„ბიუროს პრეროგატივა არ არის პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიშის მოსმენა. ბიურო ისმენს მხოლოდ საპარლამენტო ვიზიტების ანგარიშს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ ვერ მოვისმენთ პარტიული ვიზიტისანგარიშს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: sazogadoeba.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close