საზოგადოება

,,ოცნების შტაბის გადაწყვეტილებები მიმართულია იმისკენ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს ისე, როგორც მათ მარჩენალებს უნდათ”

 

,,ცენტრალური საარჩევნო კომისია რომ ქართული ოცნების ცენტრალურ შტაბად იქცა, ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როდესაც მასიურად დაითხოვეს ოლქებიდან პროფესიული კადრები და დანიშნეს პარტიული ნიშნით და ახლობლობით უმრავლესობა. ამის მაგალითად ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაა საკმარისი, სადაც ოლქის წევრად დანიშვნას არ დაჯერდნენ და თავმჯდომარის მოადგილედ, კომისიაზე ზეწოლით განამწესეს გედევან ფოფხაძის ბიუროს მოქმედი თანამშრომელი, ქალბატონი მაყვალა გვირჯიშვილი, რომელსაც სამოქმედო დებულებაც თან გამოატანეს და თვალი და ყური უნდა ედევნებია ოლქში დარჩენილი ძველი კადრებისთვის. მაქსიმალურად უნდა შეეფუთა ის დავალებები, რასაც დამნიშნავი შტაბი აწვდიდა.
ჩემს საკითხს კომენტარებით შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, მაგრამ მანამდე ამ სფეროში მომხდარს ფაქტს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ყოველგვარ პარტიულს და საერთოს, მორალურს სცდება შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივადაც შეფასდეს.
დღეს, კიდევ ერთხელ, ცესკომ, იმ ორგანომ, რომელიც ქალთა ჩართულობაზე როგორც ჩანს ფასადურ პროექტებს ახორციელებს ხოლმე, სამსახურიდან გაუშვა ოთხი შვილის დედა, Qeti Ivanidze ყველაზე კომიკური, ტრაგიკული რომ არ იყოს ისაა, რომ ამჟამადაც დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედა გაუშვეს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიიდან, ისე რომ ტრადიცია არ დაურღვევიათ და არაფერი აუხსნიათ.
ცესკოს, უფრო სწორად ოცნების ცენტრალური შტაბის ყველა გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ მოახლოებულმა არჩევნებმა ჩაიაროს ისე, როგორც მხოლოდ მათ მარჩენალებს უნდათ.
ვიცი, რომ ადამიანური აღარაფერი გწამთ, ღმერთის მაინც არ გეშინიათ? თუმცა თქვენი ღმერთიც და მორალიც, როგორც ჩანს სავარძლებშია” _ აცხადებს ისტორიკოსი, ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თანამშრომელი, ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, სრულიად უმიზეზოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close