საზოგადოება

ნინო მიქიაშვილი: ხელებში მეცა და კინაღამ მოჭმუჭნა საყურეებიანმა ზანგმა ჩემი ფოტოაპარატი

,,ჩემი ქართველების რეაქციამ გამაოგნა. რამდენიმე წუთის წინ მეტროში სამი შავკანიანი ახალგაზრდა ხმამაღლა საუბრობდა. თავისუფლების მოედნიდან ვითმინე, ვიფიქრე ჩავლენ-თქო და რომ აღარ გაჩერდნენ, ტუჩზე ხელი მივიდე, ეგებ ჩუმად ისაუბროთ-თქო და ჰოი საოცრებავ, შენ ვინ გკითხავსო, მომიგო ქართულად. საზოგადოებრივი ტრანსპორტია-მეთქი და შენ ავად ხომ არა ხარ, პატრონი გყავსო? გამეღიმა, ალბათ სიმწრისგან. არაფერი ვუთხარი, ვიფიქრე, ქართველი კაცები არ გამომექომაგონ და ვინმე შარს არ გადავკიდოს-თქო. ამ საყურეებიანმა ზანგმა გააგრძელა.

    ორი მეტრის იქით მდგომი, დაახლოებით ჩემი ხნის ქალბატონი გამომექომაგა –  ჩუმად იყავი თორემ ყველა ერთად გაჩვენებთ ავად ვინ არისო. იქვე, ასე 25 წლის ყმაწვილმა შეუტია, შავკანიან ახმახებს აუბა მხარი. ამასობაში ფოტოაპარატი ამოვიღე ჩანთიდან, მაგრამ ხელებში მეცა და კიღამ მოჭმუჭნა ამ საყურეებიანმა ჩემი ფოტოაპარატი. გავჩუმდი, უკვე ტირილი მომინდა. ამ ქართველს ჩასვლისას ვუთხარი, მე რამე რომც შემშლოდა, შენ ასე არ უნდა მოქცეულიყავი-მეთქი. ახლა საქმეში 22-23 წლის ქართველი გოგო ჩაერთო – კანონმდებლობით ადამიანის ასე გადაღება არ შეიძლებაო. ვაგონიდან გამოსვლისას იმ ჩემნაირ ქალბატონს ყურში ვუთხარი იქ მდგომი ქართველები რა ეპითეტსაც იმსახურებდნენ, იქვე მოვუბოდიშე ცუდი სიტყვისთვის. დამეთანხმა. ფოტოაპარატი მუშაობს, თან საყდრისის ბრძოლები აქვს გამოვლილი და ასე იოლად ვერ გამოვა წყობრიდან. მე ისევ მწარე ღიმილი მაქვს სახეზე,” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო მიქიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close